ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

25 ნოემბერი 2020, 16:34 3694 ნახვა

ბათუმში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 57 წლის ქალი ბაუ-ში მკურნალობდა. იგი მოქმედი ექიმი იყო, ბოლო წლების განმავლობაში ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ევექსის კლინიკაშიც მუშაობდა. 

პაციენტი კლინიკაში ერთი თვის წინ შეიყვანეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. 

აჭარის მაუწყებელი დეტალებს აზუსტებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში, COVID-19-ით 4 ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი