მომავალი წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტი

25 ნოემბერი 2020, 15:17 372 ნახვა

2021 წელს  ბათუმის ბიუჯეტი 150 მილიონ 100 000 ლარი იქნება. 22 მილიონით უფრო ნაკლები ვიდრე 2020 წლის დასაწყისში იყო. პანდემიის გამო  მიმდინარე წელს ქალაქს ბიუჯეტის 13 მილიონით შემცირება მოუწია და ამჟამად 158 მილიონია. მომავალი წლის ბიუჯეტში კი თანხები კულტურისა და სპორტის მიმართულებით პროგრამებზე შემცირდა. ასევე შემცირებულია წარმომადგენლობითი ხარჯებიც. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას და სოციალურ პროგრამებს აქ მცირედით გაიზარდა დაფინანსება. საკრებულოს კომისიებმა ბიუჯეტის განხილვა დღეს დაასრულეს და შენიშვნებით მერიას დაუბრუნა. შენიშვნები ძირითადად სოციალური სახლის სახურავის რეაბილიტაციის პროექტს ეხებოდა. ასევე საკრებულომ მერიის აიპებს და შპს-ბს, რომლებსაც საკუთარი შემოსავლები აქვს,  ფინანსური განვითარების გეგმის წარმოდგენა დაავალა.  მერიას შენიშვნების გასათვალისწინებლად 15 დღე აქვს. საკრებულო კი ფინანსურ დოკუმენტს მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში