ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის მეტოქე, ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია. გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილი გუნდი შვედურ "როსენგარდს" (როზენგორი) შეხვდება. შვედურმა ‘’როსენგარდმა’’ გასულ წელს ეროვნული ჩემპიონატი მოიგო. წლევანდელ გათამშებაში კი მეორე ადგილი დაიკავა.
‘’როსენგარდი’’ შვედეთის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა, 5-ჯერ ქვეყნის თასი, ხოლო 4-ჯერ სუპერთასის მფლობელები გახდენენ. კლუბი 1970 წლეს დაარსდა და ‘’მალმო’’ დაარქვეს, თუმცა 2007 წელს კლუბის სპონსორი, კანის მოვლის, შვედური კომპანია იყო, რომელმაც გუნდი 24 მილიონი შვედური კრონით (2,4 მილიონი ევრო) დააფინსა და სახელი შეუცვალეს ‘’ლდბ მალმო’’ დაარქვეს.
2013 წლიდან კი გუნდს ‘’როსენგარდი’’ ეწოდება. გასულ სეზონში კლუბი ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში გავიდა, თუმცა 1/16 ფინალში პრაღის ‘’სლავიას’’ ქალთა გუნდთან ორი მატჩის ჯამში 2-3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შვედურმა კლუბმა საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგის 2002/03 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც ნახევარფინალში გავიდნენ და იქ გერმანულ ‘’აინტრახტთან’’ ორი მატჩის დუელში 1-4 დათმეს ფინალის საგზური. მათი სტადიონი შვედეთის ქალაქ მალმოშია და 7600 გულშემატკივარზეა გათვლილი. წელს დასრულებულ სეზონში ‘’როსენგარდის’’ მთავარი მეგოლე 23 წლის ანა ანვეგარდი იყო, რომელმაც 22 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.
შვედების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი 35 წლის სარა კოლინ სერგერია, რომელიც სხვადასხვა დროს ‘’ლიონის’’ , ‘’პსჟს’’, ‘’ფილადელფიას’’ რიგებშიც უთამაშია. სარა კოლინს ასევე ‘’როსენგარდის’’ გარდა სხვა შვედური კლუბების მაისურიც მოურგია. ის ‘’ლიონის’’ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ასევე მის ტიტულებში არის რიოს 2016 ოლიმპიოური თამაშების ვერცხლის მედალიც.
გუნდის მთავარი მწვრთნელი 37 წლის იონას ეიდევალია, რომელიც კლუბს 2018 წელს ხელემორედ ჩაუდგა სათავეში. შვედურ კლუბს შემადგენლობაში 8 ლეგიონერი ჰყავს.
პირველი მატჩი 9-10 დეკემბერს არის ჩანიშნული, რომელიც საქართველოში გაიმართება, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული სტადიონი შერჩეული არ არის. განმოერებითი მატჩი კი 15-16 დეკემბერს გაიმართება.