დააკავეს პირი, რომელიც საკურიერო მომსახურების ზურგჩანთას იყენებდა და ნარკოტიკებს ყიდდა - შსს

25 ნოემბერი 2020, 10:14 1219 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად, ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთას და სკუტერს იყენებდა, რისი საშუალებითაც გადაადგილდებოდა ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი