აჭარაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

23 ნოემბერი 2020, 11:11 1205 ნახვა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 377 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 1 048 პაციენტი, მათ შორის მძიმე პაციენტია  147, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 60 პირი.

კოვიდ-სასტუმროშია მოთავსებული 1 988 პირი, საკარანტინე სივრცეებში 1 062.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი