ორი დაშავებული და სამი დაზიანებული ავტომობილი

22 ნოემბერი 2020, 19:59 1631 ნახვა

თამარის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 38 წლის კაცი და 45 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში ტრამვებით შეიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებს  ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლელვები და და მათ  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება .ავტოსაგზაო შემთხვევა  დღის მეორე ნახევარში მოხდა.   ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სამი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით ერთ-ერთი   ავტომობილი გზის  სავალი ნაწილიდან  გადავიდა, რასაც ავარია მოჰყვა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი