საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა

22 ნოემბერი 2020, 00:05 1232 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს მორაგბეთა  ნაკრებმა ჰლანეჰლიში უელსის წინააღმდეგ შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრა გამართა და 0:18 დამარცხდა. ბორჯღალოსნებმა შეტევაში გაცილებით თამამი თამაში აჩვენეს ვიდრე ეს ინგლისთან და შოტლანდიასთან, თუმცა გია მაისაშვილის გაწვრთნილი ნაკრები  ქულის აღებას ზედიზედ მეორე მატჩია ვერ ახერხებს.

„შემოდგომის ერთა თასის“ მესამე მატჩს ბორჯღალოსნები 29 ნოემბერს დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. ირლანდიელებმა პირველ ტურში უელსს 32:9 მოუგეს, ხოლო მეორე ტურში ინგლისთან 7:18 დამარცხდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი