ცესკოს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები თავდაპირველად 100%-ს გადაცდა. მაგალითად, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ ამ დროისთვის შედეგების სპეციალური ვებგვერდი გათიშულია. საარჩევნო ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა . განმარტება საარჩევნო ადმინისტრაციამ მხოლოდ წერილობითი სახით გააკეთა.