ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე პირველი ოფიციალური თამაში ეროვნული ლიგის 14 ტურის მატჩით ''დინამო'' ბათუმსა და გორის ''დილას'' შეხვედრით დაიწყო.
პანდემიის გამო თამაში გულშემატკივრების გარეშე მიმდინარეობს.
''დინამო'' ბათუმის ფან-კლუბ "პირატების" წევრებმა ახალ არენაზე საყვარელი გუნდის პირველი თამაშის ჩატარება პერფორმანსით აღნიშნეს.
ბათუმის დინამო ეროვნულ ლიგაში 26 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან თბილისის დინამოს 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ბათუმის ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიისაა და 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.