ქუთაისში მაჟორიტართან ერთად ქალაქის მერს ირჩევენ

21 ნოემბერი 2020, 12:00 1329 ნახვა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია ქუთაისის 23-ე ოლქშიც. 160 ათასამდე ამომრჩევლისთვის ქალაქში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან 7 სპეც.უბანია 1 კოვიდ პაციენტებისთვისაა 1 კი პენიტენციურ დაწესებულებაშია.

საპარლამენტო მანდატისთვის „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ლომინაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი გრიგოლ ვაშაძე იბრძვის.  ქუთაისში დღეს, ქალაქის მერსაც ირჩევენ. მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ კი გიგა შუშანია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი