ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეებმა კედლებზე წარწერებიც გააკეთეს: ''ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი'', ;;გამყალბებელი''. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხელში ეჭირათ პლაკატებიც.