სამი სინჯის მედალი ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს

20 ნოემბერი 2020, 21:54 1325 ნახვა

ძიუდოში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა.

81 კილოგრამი წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში ბულგარელი ივაინო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნიდერლანდების წარმომადგენელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში მოლდოველ ვიქტორ სტეპურთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა.ხვალ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს კი ტატამზე ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი გამოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში