მთავრობამ დაამტკიცა ახალი პროგრამა, რომელიც უცხოელი ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს 

19 ნოემბერი 2020, 12:34 999 ნახვა

უცხოელი ინვესტორები, რომლებიც 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში და დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამიანს,  ერთ მილიონი ლარის ოდენობით გრანტს მიიღებს - ამის შესახებ ნათია თურნავამ ისაუბრა.  საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ახალი პროგრამა, რომელიც აწარმოე საქართველოში პროგრამათა რიგს მიემატება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმები ამოქმედდება. გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში ინვესტორებს გრანტს მისცემენ. 

ნათია თურნავას განცხადებით, უცხოელი ინვესტორებისთვის ეს დამატებითი სტიმული იქნება, საქართველოში კი კადრების დასაქმება გადამზადებას შეუწყობს ხელს. 

'' ახალი პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების  ზრდის და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, იმ კომპანიებს, რომლებიც შექმნილია უცხოური კაპიტალით და  მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას, აიღებენ ვალდებულებას, რომ სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში და დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამინს. აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში, ამ ვალდებულებების შესრულების კვალობაზე  მიეცემათ თანადაფინანსება, გრანტი ერთ მილიონი ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობაც იქნება პირველ რიგში ადგილობრივი დასაქმებული კადრების  მომზადება/გადამზადება, რადგან კვალიფიციური კადრები ერთ-ერთი მთავარი  პრობლემაა ჩვენთან, რასაც უცხოელი ინვესტორები ასახელებენ. 

ჩვენ ვიმსჯელეთ რომელ დარგებზე გავავრცელოთ ეს ახალი პროგრამა და შეთავაზება. შევარჩიეთ ისეთი დარგები, რომელიც გადამამუშავებელ ინდუსტრიას მიეკუთვნება. აქ შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ასევე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს არის ელექტრონული ინჟინერიის  პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება, მანქანების და მანქანადანადგარების წარმოება, ლოჯისტიკა და სასათბურე მეურნეობა, საჰაერო საშუალებების რემონტი და ა.შ

ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი რატომ უნდა შემოვიდნენ უცხოელი ინვესტორები საქართველოში''- განაცხადა მინისტრმა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი