21 ნოემბრის არჩევნებისთვის თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. მეორე ტურში ხმის მიცემის მსურველებმა საღამოს 6 საათამდე უნდა დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე 251-00-51-ი.
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებსა და საავადმყოფოებში მყოფ კოვიდინიფიცირებულებს ისინი უკვე იმყოფებიან შესაბამის ბაზაში. ისინი არჩევნებში სპეციალური უბნების საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმში ასეთი 16 უბანი იქნება, ხოლო მაღალმთიან აჭარაში 4 სპეცუბანი გაიხსნება. შეგახსნებთ, რომ არჩევნების მეორე ტური შაბათს გაიმართება. აჭარაში მხოლოდ ორ ოლქში - ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში. მეორე ტურში ბიულეტენებზე ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილები, თუმცა ცნობილია, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.