მსოფლიოში 54 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულია

16 ნოემბერი 2020, 17:36 884 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა.  ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 54 მილიონ  889 ათას  579  შემთხვევაა დადასტურებული, აქედან მილიონ  325 ათას 422 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 11 მილიონზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 9 მილიონამდე შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 6 მილიონამდე  ინფიცირებულით. გუშინ მსოფლიოში კორონავირუსის  53 მილიონ  92 ათას 733 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 12 ნოემბერს კი კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 52 მილიონ 440 ათას  433-ს აღწევდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი