მომდევნო ორი დღე აჭარაში ცივი და წვიმიანი იქნება

16 ნოემბერი 2020, 09:56 1271 ნახვა

ხვალ და ზეგ აჭარაში ცივი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +11, +13, მთაში +6, +8 გრადუსი იქნება, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

მაღალმთიან ზონაში (გოდერძის უღელტეხილი, გომარდული) მოსალოდნელია თოვლი.

ზღვაზე ღელვა იქნება 2 ბალი, წყლის ტემპერატურა 18 გრადუსი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი