საპროტესტო აქციების უცვლელი მოთხოვნები და ადგილი -გაერთიანებული ოპოზიცია გამოსავალს მხოლოდ ხელახალი არჩევნების ჩატარებაში ხედავს. მათი თქმით, ხელისუფლებას ამ დათმობაზე წასვლა მოუწევს.
წავა თუ არა კომპრომისზე ,,ქართული ოცნება“ , მოლაპარაკებების შემდეგ გამოჩნდება, თუმცა დღეს არჩილ თალაკვაძემ უკვე თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარებულია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ერთპარტიულ პარლამენტს ხალხი არ შეეგუება, რადგან ოპოზიცია პარლამენტში შესვლას გამორიცხავს.
საპროტესტო მუხტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხალხის ნება არ გაიმარჯვებს - ასეთია ოპოზიციის გეგმები. პარალელურად კი მედიაცია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის გაგრძელდება.