ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

14 ნოემბერი 2020, 12:41 1233 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის ბოლო ბაშოზე ტოჩინოშინმა მე-7 დღეს მე-7 მაეგაშირა ენდი დაამარცხა.

ამ დროისთვის ლევანის ბალანსი დადებითია. გიორგაძეს 4 მოგება და 3 მარცხი აქვს.

ნოემბრის ბაშოს მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მეისიეი იქნება, რომელსაც ლევანის მსგავსად, 4 მოგება და 3 წაგება აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში