ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა გუშინ ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე საჩივრების საბოლოო განხილვა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.
მათ ბარიკადებზე გააკრეს სტიკერები წარწერებით- გაყალბებულია, სირცხვილია, შემდეგ კი ეს სტიკერები დაწვეს. სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებმა ჩალაც მიიტანეს და თქვეს, რომ ეს არის სიმბოლური პროტესტის ფორმა, რადგან ფიქრობენ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული.