ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა შედგა, კარგი იქნება, თუ ეს შეხვედრები პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ შედგა დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის პოზიციაც. მე არ მაქვს პრობლემა, რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია და ჩვენ მუდმივათ ხაზზე ვართ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ასე, რომ თავისთავად შეხვედრა რომ შედგა, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი. დეტალებზე საუბარი ნაადრევია, არ არის კორექტული, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.საერთოდ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. კარგი იქნება , თუ ეს შეხვედრები პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.