აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა რამდენიმე საათია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც ესწრებიან. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით მთავარი თემა არჩევნები და ქვეყანაში არსებული კრიზისია. ოპოზიცია პოზიციას კვლავ არ ცვლის, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ აპირებს პარლამენტში შესვლას.