დააკავეს პირები, რომლებმაც ''აჭარა ფეის'' ფილიალიდან 35 000 ლარი გაიტაცეს - შსს

12 ნოემბერი 2020, 17:56 1213 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში ყაჩაღურად თავს დაესხნენ კომპანია „აჭარა ფეის“ ფილიალს, ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით ამავე კომპანიის კუთვნილი - 35 500 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი