აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

11 ნოემბერი 2020, 11:43 200 ნახვა

ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების მტკიცებით, მათ უდანაშაულობას არსებული ვიდეო-კადრებიც ადასტურებს, თუმცა სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვთ. მოსამართლემ გუშინ, დღის ბოლოს მხოლოდ ერთი დაკავებულის ლექსო მაჭავარიანის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება და მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოსთან აქციის ფონზე მიმდინრეობდა. მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები მათი წევრების დაკავებას სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტით და მუსიკით აპროტესტებდნენ. აქტივისტები პარლამენტის წინ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში