შედგება თუ არა მოლაპარაკება ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის?

10 ნოემბერი 2020, 14:40 970 ნახვა

ქართული ოცნება ოპოზიციას ულტიმატუმს უყენებს. მმართველი გუნდი მოლაპარაკებებზე მზადყოფნას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოთქვამს თუ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობას აღიარებს. ოპოზიციის პოზიცია კი კატეგორიულია, განმარტავენ, რომ ხელისუფლებასთან აუდიენცია მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით შედგება. ცოტა ხნის წინ,  გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა განცხადება და  პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში