შეხვედრა ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან

10 ნოემბერი 2020, 11:45 817 ნახვა

,,ქართული ოცნების“ ლიდერები ამ წუთებში  ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენლებს ხვდებიან და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე აწვდიან ინფორმაციას. 8 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ, ეუთომ დემონსტრანტებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ განცხადების მთავარი ადრესატი ხელისუფლებაა. რაც შეეხება დიალოგს, ისინი მზად არიან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა ისევ სამი მთავარი მოთხოვნით.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი