ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღოს კოვიდ19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ დღეიდან, დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლის თანახმადაც ღამის 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე ქვეითად და ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება. IDFI მიიჩნევს, რომ ის, რასაც ხელისუფლებამ გადაადგილების შეზღუდვა დაარქვა, რეალურად კომენდანტის საათია და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.