არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აქციები დაანონსა, სამთავრობო გუნდი და საკოორდინაციო საბჭოს წევრები უფრო მკაცრად აცხადებენ, რომ აქციები ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს და მოუწოდებენ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს დაიცვან წესები. თუმცა აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მიუხედავად გადაადგილების შეზღუდვისა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, აქციებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ და დაშლას არ აპირებენ. მათი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მოტივი, არა პანდემია, არამედ მართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგია. ფიქრობენ, რომ ეს შეზღუდვები კიდევ მეტად გაზრდის საზოგადოებაში პროტესტის განცდას.