ფარული აუდიოჩანაწერები

07 ნოემბერი 2020, 15:11 1634 ნახვა

უკრაინული გამოცემა ''ობოზრევატელი'' ქართველი პოლიტიკოსების აუდიოჩანაწერებს ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთი აუდიოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს ეკუთვნის, მეორეში კი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ.

მასალაში ფიგურირებს კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც სამადაშვილი ესაუბრება და რომლის იდენტიფიცირებაც ამ დრომდე არ მომხდარა.

ჩანაწერებში, რომელთა ავთენტურობაზე პასუხისმგებლობას გამოცემა არ იღებს, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე ხელისუფლების ძალადობრივად დაუფლების გეგმას განიხილავენ. სამადაშვილი კი უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი