პოლიტიკური პროცესი, რომელიც უკიდურესი რადიკალიზმით ხასიათდება შეუძლებელია ლარის კურსზე არ  ასახულიყო - ფინანსთა მინისტრი 

05 ნოემბერი 2020, 14:52 1172 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ლარის კურსზეც აისახა. 

''ის პოლიტიკური პროცესი რაც დღეს მიმდინარეობს და რომელიც უკიდურესი რადიკალიზმით ხასიათდება შეუძლებელია არ  ასახულიყო ლარის კურსზე. ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა, იმისა  რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად არის იმ მოლოდინებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. 

ეს დაძაბულობა თავის მხრივ ხელს უწყობს, როგორც ხედავთ და არ არის რთული მისახვედრი, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ყველანი პასუხიმგბელიანი ვიყოთ. 

აქ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ გამოხატვის უფლება შეიზღუდოს, მაგრამ არ არის რთული პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში კონსტიტუციის დაცვა'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი