გვიან ღამით 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ინციდენტის დროს 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ჟურნალისტი.
ხვიჩა მამულაძე იხსენებს, რომ აქციის მონაწილეები საოლქო საარჩევო კომისიის შენობის გვერდით მდებარე სილამაზის სალონის ვიტრინას აწვებოდნენ, სიმძიმის შედეგად კი მინა ჩაიმსხვრა და მოქალაქეები დაშავდნენ. მათ შორის არის ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში გიორგი კირთაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორი და ორი აქტივისტი.
მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, ხუთივეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაეწიათ სამედიცინო დახმარება და გუშინვე დატოვეს კლინიკა.