თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით ხვალიდან ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება.
კახი კალაძის განმარტებით, შეზღუდვა მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება.
„იცით, რომ ბაგა-ბაღებში სწავლა დავიწყეთ, თუმცა ძალიან მალე მოგვიწია 40-მდე საბავშვო ბაღის დახურვა. არსებული ეპიდემიოლოგიური მგდომარეობიდან გამომდინარე, ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდმდგომარეობა არ გამოსწორდება“,- განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, გაგრძელდება ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა.