''დაიცავი შენი ხმა!'' - საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან 

03 ნოემბერი 2020, 17:12 2582 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან. მათ მსვლელობას უერთდებიან მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში სხვადასხვა ლოკაციებიდან დროშებითა და ტრანსპარანტებით დაიძრნენ. 

ქუჩებში ისმოდა შეძახილები: ''შემოგვიერთდით'', ''გამოდით''...

აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრს მათი ხმები დაიკარგა. 

''დაიცავი შენი ხმა!'' - ეს არის სამი ნოემბრის აქციის ერთ-ერთი მოწოდება. 

გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა საპროტესტო აქციები დააანონსეს. განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ მანდატებზე უარს ამბობენ. პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას კი არ აპირებენ. 

"ჩვენი მთავარი ამოცანა, ერთიანობა, ქვეყნის კონსოლიდაცია და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო ძალადობა, ქურდობა და თაღლითობა, თაღლითურად გადაასწორეს ოქმები და გამოგვიცხადეს ჩვენ. დღეს მათ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ" - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

"მე ლევან ვარშალომიძემ და ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავდგეთ თქვენს გვერდით და ვიბრძოლოთ სიმართლისთვის ბოლომდე. ჩვენ ვიდგებით აქ, სანამ არ მივიღებთ ხალხის გამარჯვებას. დაითვალონ რეალურად ხმები ვის რამდენი აქვს. 31-ში ყველამ დაინახა ბიძინა ივანიშვილი, როგორ გასცდა საკონსტიტუციო სივრცეს. ძალა ერთობაშია და ძალა ხალხშია" - განაცხადა აქციაზე ლევან ვარშალომიძემ.

პარტიის ლიდერები დღეს ''ლელოს'' ოფისში რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეიქმნა საკოორდინაციო საბჭოც, რომელშიც ოპოზიციური პარტიის თითო წარმომადგენელი შევიდა და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას სამოქმედო გეგმის შესახებ. 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი