ყინულის მოედანზე დღეს სტარტი აიღო ტრაგიკულად დაღუპული რეზი გურგენიძის სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. გათამაშებაში ბათუმის სხვადასხვა უბნის 25 გუნდი ასპარეზობს. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ტარდება და ის 2 კვირა გაგრძელდება. ტურნირი რეზი გურგენიძის მეგობრების ინიციატივით და აჭარის მინი-ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.