წინასწარი მონაცემებით ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში მეორე ტური იქნება - უსკო 

02 ნოემბერი 2020, 13:04 2333 ნახვა

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, აჭარის ორ - 28-ე და 30-ე ოლქში მეორე ტური დაინიშნება. 

უსკოს მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი მხოლოდ ქობულეთის ოლქის მაჟორიტარმა გადალახა. ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა ცოტნე ანანიძემ 50,05%, მიიღო.

წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება: 

28-ე მაჟორიტარული ოლქი - ტიტე აროშიძე - 41,85%, გიორგი კირთაძე - 34,43%

29-ე ოლქი - ცოტნე ანანიძე 50,05%,  ელგუჯა ბაგრატიონი - 36,6%

30-ე მაჟორიტარული ოლქი, ფრიდონ ფუტკარაძე - 48,93%, გია აბულაძე 31,81%

პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, 2020 წლის არჩვენების აქტივობამ შეადგინა 59,12%. მოცემული დროისთვის საარჩევნო კომისიებში 36 საჩივარია შესული. არჩვენების შედეგების შეჯერება მოხდება საჩივრების განხილვის შემდეგ კანონმდებლობის თანახმად.

''უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომელბმაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს. თუ მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში  უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩიეს ინიშნება არჩევნების მეორე ტური. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ტური იქნება 28-ე და 30-ე ოლქებში. თუ კი ეს შედეგები არ იქნება გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადაში'' - აცხადებენ უსკოში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი