საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
თვითიზოლაციაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ასევე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
„კოვიდ-19“ გიორგი გახარიას პირადი დაცვის რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.