გვიან ღამემდე მიმდინარეობდა აქცია პარლამენტთან. ოპოზიცია ჩატარებული არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით ამ ვითარებაში უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და მოთხოვნის შესრულებამდე დანებებას არ აპირებენ.
აქციის რამდენიმე მონაწილემ ღამე რუსთაველის გამზირზე, კარავში გაატარა. პარლამენტის წინ გვიან ღამემდე იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერების ნაწილიც.
რაც შეეხება უახლოესი პერიოდის გეგმებს, აქტივისტების თქმით, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მომდევნო მასშტაბური აქცია კვირას ჩაინიშნა.