​ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში 19 საჩივარი შევიდა

01 ნოემბერი 2020, 16:53 1862 ნახვა

​ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 19 საჩივარია შესული. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 55,08%-მა.

ფოთში 33 საარჩევნო უბანია, მათგან ერთი სპეცუბანია.

საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას შეფასებით, ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

,,33-ივე საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი მოვიდა საოლქო-საარჩევნო კომისიაში. მოხდა ამ ოქმების შეჯამება, ასე რომ სისწორე იყო ამ უბნებში. რაც შეეხება გარკვეულ უბნებს ისინი საჭიროებენ შესწორების ოქმის დართვას, რომელიც გაკეთდება დღეს ყველა უბანზე, რომელიც არის საჭირო. რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისათვის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესულია 19 საჩივარი, თუმცა ეს არის ისევ და ისევ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ 70-ე ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიის პერიმეტრზე მშვიდ ვითარებაში ჩატარდა არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული პროცედურული დარღვევები. საჩივრებიდან უმრავლესობა არის აღმოფხვრილი, დანარჩენებზე კი საოლქო კომისია იმსჯელებს."- აცხადებს 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში