განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობაზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ საკითხზე დიალოგი გიორგი კვირიკაშვილმა „აუდიტორია 115“-ის წევრებსა და სტუდენტთა ჯგუფთან დღეს გამართა. ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს განათლების მინისტრიც, რის შემდეგაც საჯარო განხილვები დაიწყება.