0:1 ამ ანგარიშით დასრულდა შეხვედრა ქობულეთის ჩელე არენაზე ბათუმის “დინამოსა” და ფოთის “კოლხეთს” შორის. ერთადერთი გოლი 53 წუთზე ვლადიმერ კოროვკამ გაიტანა. წინა შეხვედრა დინამომ კოლხეთს 5 უპასუხო გოლით მოუგო. საქართველოს ჩემპიონატზე სამეულში მოხვედრილი გუნდები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე გავლენ, მანამდე კი სხვა თამაშებია წინ, თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე, 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.