სპექტაკლის დადგმის მენეჯმენტი, პრემიერამდე და პრემიერის შემდეგი პროცესი-ამ საკითხებზე ბრიტანელი ექსპერტი გამოცდილებას რეგიონში მოქმედი თეატრებისა და მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელებს, ასევე მარკეტინგის მიმართულებით დასაქმებულებს უზიარებს. უცხოელი სპეციალისტი ბათუმში სამ დღეს დარჩება. სამუშაო შეხვედრები პროგრამის “საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის” ფარგლებში იმართება, რომელსაც რეგიონის განათლების სამინისტროს ახორციელებს.