შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 9 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

01 ნოემბერი 2020, 09:58 1546 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება და  16  ფაქტზე მიმდინარეობს   ადმინისტრაციული წარმოება. შსს  მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით პოლიციამ  დააკავა  9 პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში "ტვ პირველის" ჟურნალისტზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, 154-ე მუხლის პირველი ნაწილი დაემატა, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება რუსთავში N-64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი;  162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი