ჯერ უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაცია ''სამართლიანი არჩევნების'' სარჩელს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოაცხადებს. საჩივრის განხილვა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა არგუმენტები წარადგინეს. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ბათუმის 1, 31 და 54 უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ითხოვდა და კონკრეტულ პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებდა. 79-ე ოლქის იურისტის განმატებით, დარღვევებზე რეაგირება მოხდა და უბნების ბათილობის საფუძველი არ არსებობდა.