ვითარება მარნეულში

31 ოქტომბერი 2020, 12:10 877 ნახვა

,,ქართული ოცნება” საარჩევნო უბანთან აგიტაციას ეწევა, აცხადებენ მარნეულში ოპოზიციის წარმომადგენლები. მმართველ გუნდში ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ კომისიის თავმჯდომარეს უბრალოდ სთხოვეს, რომ ხმის მიცემის უფლებით, ჯერ ქალებს შემდეგ კი კაცებს ესარგებლათ.

რამდენიმე უბანზე კი პოლიციის გამოძახება გახდა აუცილებელი.

ამ წუთებში ხმაურია მარნეულის N89 საარჩევნო უბანთან. რამდენიმე წუთის წინ ფიზიკური დაპირისპირება იყო, კომისიის წევრსა და დამკვირვებელს შორის. შენობაში იმყოფება მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

გავრცელებული ცნობით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს იმაში ადანაშაულებენ, რომ ამომრჩევლებს ანიშნებდნენ, თუ რომელი ნომერი შემოეხაზათ.

უბნის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ოპონენტები თავს დაესხნენ და პიჯაკი შემოახიეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები თამარ ჟვანიას უბნის დახურვის მოთხოვნით მიმართავენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში