დარღვევები მაღალმთიან აჭარაში

31 ოქტომბერი 2020, 11:08 1051 ნახვა

ოპოზიცია აჭარის მაღალმთიანეთში მომხდარ დარღვევებზე საუბრობს.

მაღალმთიანეთში დარღვევების შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გია აბულაძემ, განცხადება გააკეთა.

გია აბულაძე მმართველ გუნდს ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში. მისივე განმარტებით, სქემაში ჩართული არიან საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები და ხდება მათი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

გია აბულაძე ირწმუნება, რომ იმ სოფლებში, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს გამარჯვების იმედი არ აქვთ უბნების ჩაშლას გეგმავენ. ჯერ-ჯერობით ამ საკითხებთან დაკავშირებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი