მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დაგვიანებით დაიწყო

31 ოქტომბერი 2020, 08:47 1148 ნახვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის 23-ე უბანზე ხმის მიცემა ზუსტად რვა საათზე არ დაიწყო. მას შემდეგ რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არღვევდნენ წესებს კომისიის წევრები, მედიიის წარმომადგენლებს ოთახიდან გასვლა მოსთხოვეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. კომისიის წევრები ცდილობდნენ ჟურნალისტები გაეძევებინათ.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მედიის წარმომადგენლები მუშაობაში ხელს უშლიდნენ. მარნეულში 123 უბანია გახსნილი, მათ შორის 2 სპეცუბანი. მუნიციპალიტეტში სულ 33 მოქალაქე იმყოფება იზოლაციაში, რომელსაც გადასატან ყუთებს მიუტანენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი