დღეს მოქალაქეები აჭარაში მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს ირჩევენ

31 ოქტომბერი 2020, 08:42 947 ნახვა

დღეს მოქალაქეები აჭარაში მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს ირჩევენ. წელს პირველად არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული მოდელით ტარდება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ისევ იქნება 21 დეპუტატი, მაგრამ მხოლოდ სამი მაჟორიტარი და 18 პროპორციული სისტემით არჩეული.

დღეს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს დახვდება 4 ბიულეტენი, ორი იქნება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, ხოლო ორი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ამომრჩეველმა არჩევანი 22 პოლიტიკურ სუბიექტს შორის უნდა გააკეთოს. ერთი არის ოპოზიციური გაერთიანება, ხოლო 21 პოლიტიკური პარტია.

აჭარაში სამი საოლქო საარჩევნო კომისია მოქმედებს და გახსნილია 373 საარჩევნო უბანი. რეგიონში რეგისტრირებულია 315 000-მდე ამომრჩეველი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი