ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოსახლეობამ არჩევნების უპრეცენდენტო ფორმას მიმართა. მოსახლეობა საარჩევნო უბანთან შეიკრიბა, თუმცა პროტესტის გამო არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
პროტესტის ფორმას შეუერთდნენ ადგილობრივი კომისიის წევრები, მათ მუშაობაზე უარი განაცხადეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ცესკოს წარმომადგენლებმა კომისიის წევრები ჩაანაცვლეს და უბანი 8 საათზე გაიხსნა. სოფელ წაბლანას მოსახლეობამ 3 წლის წინ მეწყერის შედეგად დაკარგა ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები.
ამ ხნის განმავლობაშ ისინი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ელოდებოდნენ. 2 წლის წინ აჭარის მთავრობამ ააშენა სოციალური სახლები ბათუმში, თუმცა ბინები არ არის გარემონეტებული და ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გარემონტებას ვერ შეძლებენ. სოფელ წაბლანას მოსახლეობამ ბინების გარემონტებას აქცია როგორც სოფელში, ასევე აჭარის მთავრობასთან რამდენჯერმე გამართა.