ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ინვენტარის და საარჩევნო ბიულეტენების გაცემის პროცესი დაიწყო. 69-საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეებს დღის განმავლობაში გადაეცემათ ოქმები, სპეციალური ინვენტარი. ქობულეთში 4 სპეცუბანი იმუშავებს.
ქობულეთის, 29-ე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია, 70 ათას 844- ამომრჩეველი, აქედან გადასატან ყუთზე 1750-პირი აძლევს ხმას. სპეც უბნებზე 318- ამომრჩეველია რეგისტრირებული, სადაც 11-გადასატანი ყუთია.