ჩაქვს ახალი სპორტდარბაზი ექნება

29 ოქტომბერი 2020, 17:35 814 ნახვა

ჩაქვს ახალი სპორტდარბაზი ექნება. სამსართულიანი ძალოსნობის ბაზის მშენებლობის პრეზენტაცია საჯაროდ დღეს გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე გაჟღერდა, სპორტსმენებისთვის შენობა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა.

ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა 2021 წლის 15 დეკემბერს უნდა დასრულდეს. ბაზის პროექტი შპს ,, სტადიონს’’ ეკუთვნის, სამშენებლო სამუშაოებს კი შპს ,, საბა კონტრაქშენ“- ი აწარმოებს. ძალოსნობის ბაზისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში