ქობულეთის "შუქურას" ექვს ფეხბურთელს Covid-19 დაუდასტურდა

28 ოქტომბერი 2020, 19:31 1833 ნახვა

ქობულეთის "შუქურას" ექვს ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლუბის დირექტორის ირაკლი ბერიძის განცხადებით, ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობის კურსს სახლში გადიან.

"სიმპტომები, რომ შევნიშნეთ, თამაშიდან ორი დღით ადრე, ჩავატარეთ არაგეგმიური პისიარ ტესტირება, რომლის შემდეგადაც გამოვლინდა 6 ფეხბურთელის ინფიცირება. შესაბამისად მოვახდინეთ რეაგირება, კლუბმა იქირავა ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელისთვის ბინა და ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში, სადაც დაცულია ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია. ჩვენი კლუბის ექიმი მიდის და კართან უტოვებს პროდუქტებს და მედიკამენტებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, არ საჭიროებენ სტაციონალურ მკურნალობას", - აცხადებს ირაკლი ბერიძე.

მისივე თქმით, 28 ოქტომბრის მატჩი, რომელიც "თბილისის შევარდენთან" უნდა გამართულიყო, ფედერაციასთან შეთანხმებით 25 ნოემბრისთვის იქნა გადატანილი, ხოლო 5 ნოემბრის მატჩი, რომელიც რუსთავის კლუბთან უნდა ეთამაშათ 8 ნოემბერს გაიმართება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში